"კვარაცხელია ჰგავს სიმფონიას, რომელიც სიცარიელეს ავსებს" | La Reppublica » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია ჰგავს სიმფონიას, რომელიც სიცარიელეს ავსებს" | La Reppublica

"კვარაცხელია ჰგავს სიმფონიას, რომელიც სიცარიელეს ავსებს" | La Reppublica
3-01-2023, 14:17
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურმა გამოცემამ, კერძოდ La Reppublica-მ საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა, სადაც ყურადღება გამახვილებულია ქართველი მოთამაშის საფეხბურთო გავლენაზე.

ამავე წყაროს სტატიაში ვკითხულობთ, რომ ქართული ფეხბურთის FIFA-ს რეიტინგში მოულოდნელი ზრდა, სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენამ განაპირობა:

"ქვეყანაში, რომელმაც 10 ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა ძალოსნობაში, ძიუდოსა და ჭიდაობაში, ხვიჩა კვარაცხელია ჰგავს სიმფონიას, რომელიც სიცარიელეს ავსებს. ვიღაცამ, ხვიჩას გოლები და დრიბლინგი მუსიკას შეუზავა და ისე წარმოგვიდგინა. ვალსი, მსუბუქი სუნთქვა, რომელიც სანთლის მკრთალ შუქსაც კი არ ჩააქრობს, ეს მართლაც დელიკატურია. მაგრამ, ასევე, არსებობს ქარი, კვარას ქარი, რომელიც შორეულ ვულკანის ფორმის სტადიონს თავს დასტრიალებს."

La Reppublica-ს სტატიაში, აგრეთვე მიმოხილულია იმ ადამიანების მოსაზრებები და კომენტარები, რომლებმაც ქართველი ფეხბურთელის პირველ სტადიაზე განვითარებას შეუწყვეს ხელი:

"კვარას დრიბლინგი თავიდანვე შესანიშნავად გამოსდიოდა, თუმცა ფიზიკურადაც საკმაოდ ძლიერი იყო. ეს ყველაფერი ჩვენი აკადემიის დამსახურებაა: კარგი კვება, კარგი ვარჯიში, კარგი ძილი. 16 წლის ასაკში მან პირველად ქობულეთის შუქურას გაუტანა. როგორც წესი, როდესაც ფეხბურთელი დიდ კლუბში თამაშს იწყებს, ის დიდ ფსიქოლოგიურ ნახტომს განიცდის. მაშინ, როდესაც ბავში ამ ბარიერს გადალახავს, მისთვის სრული თავისუფლება იწყება." - რომან ფიფია.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია და მისი ნაპოლი იტალიის სერია A-ს ხვალ, ინტერთან დაპირისპირებით განაახლებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი