ლიდერი კილიან მბაპეა - ლიგა 1-ს 2022/23 სეზონის ბომბარდირები » სპორტის ხაზი

ლიდერი კილიან მბაპეა - ლიგა 1-ს 2022/23 სეზონის ბომბარდირები

ლიდერი კილიან მბაპეა - ლიგა 1-ს 2022/23 სეზონის ბომბარდირები
5-01-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ლიგა 1 ჯერჯერობით საინტერესო და სანახაობრივ სურათს გვთავაზობს, სადაც ყველა შეხვედრაში მიდის ბრძოლა მთავარი ტიტულისთვის, რომელსაც სეზონის ბოლოს საუკეთესო მიიღებს.

თუმცა, ტიტულის გარდა ფეხბურთელები ინდივიდუალური ჯილდოსთვის იბრძვიან, რომელსაც საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი მიიღებს. ფრანგული ფეხბურთის მოყვარულები ბოლო წლებში მიჩვეულნი არიან 'პსჟ' - ს ფეხბურთელების დომინაციას ამ საკითხში. 2014/15 წლების შემდეგ, პარიზული კლუბის ფეხბურთელები ხდებიან ლიგა 1-ს საუკეთესო ბომბარდირები.

ლიდერი კილიან მბაპეა - ლიგა 1-ს 2022/23 სეზონის ბომბარდირები

კილიან მბაპე ბოლო 4 სეზონია ამ ტიტულს არავის უთმობს

ამ, 2022/23 წლების სეზონშიც სიის სათავეში კილიან მბაპე დგას (13 გოლი), მეორე ადგილს კი ასევე 'პსჟ' - ს ფეხბურთელი ნეიმარი იკავებს (11 გოლი), რომელსაც საუცხოო სეზონი აქვს. მესამე ადგილისთვის კი ოთხი ფეხბურთელი იბრძვის : ჯონათან დევიდი ; ალექსანდრ ლაკაზეტი, ფოლარინ ბალოგუნი და ტერემ მოფი.

მსოფლიო ჩემპიონი, ლიონელ მესი კი ბომბარდირთა დავაში მე-9 ადგილს 7 გოლით იკავებს. სამაგიეროდ, 35 წლის ფეხბურთელი ნეიმართან ერთად ლიგა 1-ს საუკეთესო ასისტენტია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი