'მან ბევრი ღიმილი გვაჩუქა' - FIFA - ს პრეზიდენტი თითოეულ ქვეყანას პელეს საპატივსაცემოდ თხოვნით მიმართავს » სპორტის ხაზი

'მან ბევრი ღიმილი გვაჩუქა' - FIFA - ს პრეზიდენტი თითოეულ ქვეყანას პელეს საპატივსაცემოდ თხოვნით მიმართავს

'მან ბევრი ღიმილი გვაჩუქა' - FIFA - ს პრეზიდენტი თითოეულ ქვეყანას პელეს საპატივსაცემოდ თხოვნით მიმართავს
3-01-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო გამოდის ინიციატივით, რომ ყველა ქვეყანაში ერთ სტადიონს მაინც ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს სახელი მიენიჭოს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ფიფა ორგანიზაციის წევრ ფეხბურთის ფედერაციებს ამ თხოვნით ახლო მომავალში მიმართავს.

"რა თქმა უნდა, ჩვენ, ყველანი, დასევდიანებულები ვართ, მაგრამ მაინც ვიღიმით, რადგან მან ბევრი ღიმილი გვაჩუქა. ვთხოვთ მთელ მსოფლიოს, რომ მას წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ. ვგეგმავთ, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანას მივმართოთ თხოვნით, ერთ სტადიონს მაინც მიენიჭოს პელეს სახელი."
– განაცხადა FIFA-ს პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ პელე 29 დეკემბერს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთია, ვინც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სამჯერ მოიპოვა (1958, 1962, 1970). პელემ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში 92 მატჩი ჩაატარა და 77 გოლის გატანა მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი