"მამარდაშვილი TOP 10 ახალგაზრდა მეკარეს შორის შედის" | Topsoccerblog » სპორტის ხაზი

"მამარდაშვილი TOP 10 ახალგაზრდა მეკარეს შორის შედის" | Topsoccerblog

"მამარდაშვილი TOP 10 ახალგაზრდა მეკარეს შორის შედის" | Topsoccerblog
2-01-2023, 18:40
Aa Aa
გაზიარება:

უცხოურმა Top Soccer Blog-მა ათი საუკეთესო ახალგაზრდა მეკარე გამოარჩია, სადაც მე-9 ადგილი საქართველოს ნაკრებისა და ვალენსიას მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა დაიკავა:

"ძალიან ახალგაზრდა ასაკში გიორგი მამარდაშვილმა საქართველოში სახელი უკვე გაითქვა. მამარდაშვილი თავიდან ვალენსიას სარეზერვო გუნდში დაარეგისტრირეს, თუმცა ქართველმა ბორდალასზე შთაბეჭდილება მალევე მოახდინა და პირველ გუნდში დაწინაურდა."

"მამარდაშვილმა ლა ლიგის სეზონი ძალიან მაგრად ხეტაფეს წინააღმდეგ დაიწყო, სადაც ქართველმა ბოლო წუთებზე საოცარი ბურთი მოიგერია და კარი მშრალად შეინახა. ცხადია, ამ ყველაფერს მალევე მოჰყვა ვალენსიას რეაქცია, რომელმაც ქართველი მეკარე ოფიციალურად გაიფორმა. გასულ სეზონში მამარდაშვილმა 23 შეხვედრაში კარი მშრალად 10 შეხვედრაში შეიანხა. ასევე, იყო გარკვეული დრო, როდესაც მამარდაშვილს გოლი გაშვებული ზედიზედ 560 წუთი არ ჰქონდა"

"ამდენად, გიორგი მამარდაშვილი არამხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა."
- წერს გამოცემა.

ცნობისთვის, სრული სია შემდეგნაირად გამოიყურება:

1. ჯიანლუიჯი დონარუმა (პსჟ)

2. გავინ ბაზუნუ (საუთემპტონი)

3. ივან მელიე (ლიდსი)

4. მარტინ ვანდერვოორდტი (გენკი)

5. ალბან ლაფონტი (ნანტი)

6. დიოგო კოსტა (პორტო)

7. ლუკას შევალიე (ლილი)

8. გაბრიელ სლონინა (ჩელსი)

9. გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია)

10. ლუის მარკინსი (ატლეტიკო ნასიონალი)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი