"ხვიჩა კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია" | რომელუ ლუკაკუ » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია" | რომელუ ლუკაკუ

"ხვიჩა კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია" | რომელუ ლუკაკუ
2-01-2023, 20:15
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნაპოლი იტალიის სერია A-ს 4 იანვარს, ინტერთან დაპირისპირებით განაახლებს. ცხადია, ამ თამაშს საჩემპიონო რბოლაში უდიდესი მნიშვნელობა ექნება, ამიტომ ფეხბურთელები მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ.

იქამდე, სანამ მატჩი გაიმართება, Sky Sports Italia-მ ინტერის თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს ვრცელი ინტერვიუ გაავრცელა, რომელშიც ბელგიელი ფეხბურთელი ჩანიშნული შეხვედრისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს:

"სანამ გუნდი თასს არ მოიპოვებს, იქამდე ბრძოლა გრძელდება. სეზონი ივნისში მთავრდება და მხოლოდ მაშინ ვნახავთ, თუ ვინ გახდება ჩემპიონი."

"ნაპოლის მართლაც ძლიერი მწვრთნელი ჰყავს, ისინი შესანიშნავად გამოიყურებიან, რასაც ბრწყინვალე მოთამაშეები განაპირობებენ. ნაპოლის ვიქტორ ოსიმენი ჰყავს, რომელსაც ბევრი გოლი გააქვს, მასთან სიფრთხილეა საჭირო. ასევე, მათ გუნდში ხვიჩა კვარაცხელიაც თამაშობს, ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. ჩვენ გულწრფელები უნდა ვიყოთ, ნაპოლი ძალიან მძლავრი გუნდია და მათ მიმართ პატივისცემას გამოვხატავთ, თუმცა არა შიშს."
- რომელუ ლუკაკუ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი