100 მილიონი გამზადებულია | მანჩესტერი და პსჟ ოსიმენისთვის იბრძვიან » სპორტის ხაზი

100 მილიონი გამზადებულია | მანჩესტერი და პსჟ ოსიმენისთვის იბრძვიან

100 მილიონი გამზადებულია | მანჩესტერი და პსჟ ოსიმენისთვის იბრძვიან
3-01-2023, 14:40
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის 2022/2023 წლების სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენია, რაც სხვა გრანდების ინტერესზეც აისახება.

ბოლო პერიოდში, ნიგერიელ ფორვარდს მანჩესტერ იუნაიტედს უკავშირებენ, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ, ძლიერი ფორვარდის გუნდში მიყვანა სურს.

აღსანიშნავია, რომ მანჩესტერელებს ძლიერი კონკურენტი პსჟ-ის სახით გამოუჩნდათ. Le10Sport-ის ინფორმაციით, პარიზული კლუბი სრულ მზადყოფნას აცხადებს, რათა ნიგერიელში 100 მილიონი გადაიხადოს.

ამ ყველაფრის პარალელურად, ნაპოლის არაერთხელ უთქვამს, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დათმობას არ აპირებს, თუმცა როდესაც სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონს გადასცდება, შემდეგ, ცხადია, იტალიური კლუბი, როგორც მინიმუმ დაფიქრდება.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენს ნაპოლისთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი