ვალენსიამ ბოლო წუთებზე წააგო | რა შეფასება მიიღო გიორგი მამარდაშვილმა? » სპორტის ხაზი

ვალენსიამ ბოლო წუთებზე წააგო | რა შეფასება მიიღო გიორგი მამარდაშვილმა?

ვალენსიამ ბოლო წუთებზე წააგო | რა შეფასება მიიღო გიორგი მამარდაშვილმა?
3-01-2023, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

ახალ წლამდე 1 დღით ადრე, 31 დეკემბერს გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ ესპანეთის ჩემპიონატი ვილიარეალთან მატჩით განაახლა.

აღსანიშნავია, რომ დერბიში გოლი ორივე გუნდმა გაიტანა და წესით, ვილიარეალსა და ვალენსიას ქულები უნდა გაეყოთ, თუმცა ბოლო წუთებზე "ყვითელი წყალქვეშა ნავის" შეტევას "ღამურების" კარში გატანილი გოლი მოჰყვა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 1:2.

რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, მან მეტოქე გუნდის მეკარეზე, 40 წლის პეპე რეინაზე 2-ჯერ მეტი სეივი ჩაიწერა, კონკრეტულად კი 6. აქედან, შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე მართლაც რთულად მოსაგერიებელი ბურთი იყო, რის გამოც ქართველი მეკარე შექებას იმსახურებს.

უცხოურმა Sofascore-მ ვალენსიას მეკარის ვილიარეალთან თამაში 7.8 სარეიტინგო ქულით შეაფასა. საგულისხმოა, რომ ვალენსიას რიგებში გიორგიზე მაღალი შეფასება არავის მიუღია.

შეგახსენებთ, რომ ვალენსია ლა ლიგის მომდევნო შეხვედრას 7 დეკემბერს, 00:00 საათზე კადიზის წინააღმდეგ გამართავს, იქამდე კი, "ღამურები" კოპა დელ რეიზე ლა ნუსიას ხვალ, 22:00 საათზე დაუპირისპირდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი