მოურინიო: “რონალდო ყველა დროის საუკეთესოა” » სპორტის ხაზი

მოურინიო: “რონალდო ყველა დროის საუკეთესოა”

მოურინიო: “რონალდო ყველა დროის საუკეთესოა”
2-01-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

ჟოზე მოურინიომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. პორტუგალიელის აზრით, ეს ბრაზილიელი რონალდოა, არა ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ. “რომას” მთავარმა მწვრთნელმა ყველაფრის მიზეზი განმარტა.

“საუკეთესო რონალდოა. მესი და რონალდუ 15 წლის მანძილზე მწვერვალზე იყვნენ, მაგრამ თუ ნიჭსა და უნარებზე ვსაუბრობთ, ამაში ნაზარიოს ვერავინ აღემატება.

როცა რონალდო ბობი რობსონთამ ერთად “ბარსელონაში” იყო, მივხვდი, რომ ის იყო საუკეთესო ფეხბურთელი, ვინც კი ოდესმე მინახავს მოედანზე.

მის კარიერას დაზიანებებმა და ტრავმებმა ბოლო მოუღო. შეიძლებოდა, რომ რონალდოს კარიერა არნახული ყოფილიყო. წარმოუდგენელი ნიჭი ჰქონდა” - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი