“პსჟ-ს” მარცხი “ლენსთან” - გალტიე იმედგაცრუებულია » სპორტის ხაზი

“პსჟ-ს” მარცხი “ლენსთან” - გალტიე იმედგაცრუებულია

“პსჟ-ს” მარცხი “ლენსთან” - გალტიე იმედგაცრუებულია
2-01-2023, 11:26
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-17 ტურში ჩემპიონატის ლიდერი, “პარი სენ-ჟერმენი” “ლენსს” ესტუმრა და 1-3 დამარცხდა. ლიონელ მესისა და ნეიმარის გარეშე დედაქალაქელებს შეტევების გატანილი ბურთით დაგვირგვინება უჭირდათ - მათ 16 კარში დარტყმიდან გოლად მხოლოდ ერთი გარდასახეს.

შეხვედრის შემდგომ პარიზული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ განაცხადა, რომ გუნდის თამაშით უკმაყოფილოა:

“სიმართლე გითხრათ, გუნდის თამაშით იმედგაცრუებული ვარ. ბევრი შანსი გავუშვით, სივრცეებს ვტოვებდით და გუნდურობაც გვაკლდა. ხშირი იყო ტექნიკური შეცდომებიც.”

“პსჟ” მომდევნო მატჩს “ანჟეს” წინააღმდეგ, 12 იანვარს გამართავს. იმასაც გეტყვით, რომ გუშინდრლი მატჩის შემდგომ პარიზელებსა და მეორეადგილოსან “ლენს” შორის ქულათა სხვაობა ოთხამდე შემცირდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი