"მას ხვიჩას მსგავსი მაგია და ფანტაზია აქვს" | Corriere dello Sport გიორგი კვერნაძეზე » სპორტის ხაზი

"მას ხვიჩას მსგავსი მაგია და ფანტაზია აქვს" | Corriere dello Sport გიორგი კვერნაძეზე

"მას ხვიჩას მსგავსი მაგია და ფანტაზია აქვს" | Corriere dello Sport გიორგი კვერნაძეზე
1-01-2023, 19:04
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში, იტალიური სპორტული მედია გამალებით წერს ერთ-ერთი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის შესახებ, რომელიც ჯერჯერობით თელავში თამაშობს, თუმცა იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას გავლენით გიორგის უკვე კარგად იცნობენ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საათის წინ, Corriere dello Sport-მა გიორგი კვერნაძის შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა, რომელიც შემდეგნაირად დაასათაურა - "აღმოვაჩინოთ სხვა ქართველი, რომელიც ნაპოლის მოსწონს":

"ნაპოლიმ იტალიურ ფეხბურთს აჩვენა, რომ თავისუფლად შეიძლება ალტერნატიულ და არაპოპულარულ საფეხბურთო ბაზარზე ისეთი ბრწყინვალე მოთამაშე აღმოაჩინო, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც ფანტასტიკური შედეგებით გამოირჩევა. ცხადია, ჯუნტოლისა და დე ლაურენტისის საფეხბურთო ინტუიციამ ხვიჩას გადმობირებაში დიდი როლი ითამაშა, რაც, ხანდახან შეიხის ფულზე მეტს ნიშნავს. მაშინ, როდესაც ნაპოლის ეკონომიკურად რთული პერიოდი ედგა, კლუბმა ახალი ფაზა გაიარა, გრანდების მხრიდან დაწუნებული კვარაცხელია წაიყვანა და ახლაც იგივეს აგრძელებს. ბოლო პერიოდში, ნაპოლის მკვეთრად უკავშირებენ 17 წლის თურქ ფეხბურთელს, არდა გიულერს, რომელიც ახლა ფენერბაჰჩეს მოთამაშეა. რეალურად კი, ნაპოლის ინტერესები კვლავ ხვიჩა კვარაცხელიას სახლში, საქართველოში მიედინება, სადაც გიორგი კვერნაძე თამაშობს."

"გამოიკვეთა, რომ ნაპოლის სამიზნე თბილისში 2003 წლის 7 თებერვალს დაბადებული 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი კვერნაძეა, რომელიც ახლა თელავში თამაშობს. კვერნაძე მარცხენა ფრთაზე ირჯება და მაგარი დრიბლინგი, სისწრაფე, მაგია და ფანტაზია ახასიათებს, ისევე როგორც ხვიჩა კვარაცხელიას. გიორგი ხვიჩაზე 5 სანტიმეტრით დაბალია და ოდნავ სხვანაირი სათამაშო ფიზიკით გამოირჩევა, თუმცა, რეალურად მსგავსება ძალიან დიდია და კოლოფი, სადაც ამავე ფეხბურთელების მონაცემები ერთიანდება იდენტურია. ამ ბიჭებს ბევრი საერთო წერტილი აქვთ, რის გამოც ნაპოლიმ ეროვნული ლიგის მატჩებზე დასაკვირვებლად იტალიელი სკაუტები უკვე გაგზავნა."

"გზა ღიაა და ჯუნტოლი აპირებს, რომ მომავალ ზაფხულს კვერნაძე ნაპოლიში 2 მილიონის სანაცვლოდ წაიყვანოს. გიორგი ახლა საბურთალოს დაუბრუნდა და ვარჯიშს სწორედ ამ გუნდში გააგრძელებს, პროგრესის შემთხვევაში კი, იტალიაში კიდევ ერთ ქართველს ვიხილავთ."
- წერს Corriere dello Sport!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი