"ქართველი ვარ მეთქი და პიცა უფასოდ მომცეს" | ხვიჩას გავლენა ნეაპოლზე » სპორტის ხაზი

"ქართველი ვარ მეთქი და პიცა უფასოდ მომცეს" | ხვიჩას გავლენა ნეაპოლზე

"ქართველი ვარ მეთქი და პიცა უფასოდ მომცეს" | ხვიჩას გავლენა ნეაპოლზე
1-01-2023, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

ალბათ, უკვე არაერთ თქვენგანს შეგხვდებოდათ პოსტები, ფოტოები თუ ვიდეოები, სადაც ნაჩვენებია თუ როგორი პატივისცემით არიან იტალიელები, მით უფრო ნეაპოლელები ქართველებისადმი განწყობილი, მიზეზი კი, ცხადია, ხვიჩა კვარაცხელიაა.

სწორედ ამ თემის შესახებ წერს ქართველი ემიგრანტი, ლალი ქოქოშვილი, რომელმაც იტალიაში თავს გადამხდარი ისტორია გაიხსენა:

"მოგესალმებით, გუშინ პიცის საყიდლად შევედით მე და ბებოს ახლობელი ქალბატონი. რომ შევედით ყველა ხვიჩაზე ლაპარაკობდა. ვერ გამოთქვამდნენ სწორად სახელსა და გვარს, შევუსწორე, ხვიჩა კვარაცხელიაა – მეთქი! და გამეღიმა. ყველა მე მომაშტერდა. გავიმეორე კიდევ მეორედ და ჯორჯიადან ხარო? კი - მეთქი და პიცა უფასოდ გვაჩუქეს.. ძლიერი და საამაყო ერი ხართო. ცრემლები თავისით მომდიოდა სიხარულისგან. ისეთი ამაყი ვიყავი ჩემი პატარა საქართველოთი!" - წერს ლალი ქოქოშვილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი