რას წერს რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი კალაძეზე » სპორტის ხაზი

რას წერს რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი კალაძეზე

რას წერს რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი კალაძეზე
1-01-2023, 11:01
Aa Aa
გაზიარება:

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, მირანდა მირიანაშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი აზრით, კალაძეს მილანში არჩვნებზე მონაწილეობის მიღების შემთხვევაში ხმას მეტი ადამიანი მისცემდა, ვიდრე თბილისში.

"დაახლოებით 15 წლის წინ სასტუმრო FOUR REASONS-ში გახლდით, სადაც ჩემი მეუღლე საქმიან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და მე მას ველოდებოდი.

სავსე იყო სასტუმრო წარმოსადეგი ხალხით, თუმცა უეცრად ყველას ყურადღება და ღიმილი ერთმა ადამიანმა მიიპყრო.

შემოსასვლელისკენ გაიხედა ყველამ და ერთხმად შესძახეს - ოჰჰ კალააა! კალაძე! აჟიოტაჟი ატყდა.
ულამაზესი წყვილი თანმხლებ პირებთან ერთად შემოვიდნენ დარბაზში. ნამდვილი კინოკადრი იყო.შემდეგ საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ უყვარდათ კალაძე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს.

ყველა ესალმებოდა და გამოლაპარაკებას ცდილობდა კახასთან. მოკლედ, იქ, რომ ეყარა კენჭი მერობისათვის, აუცილებლად მოიგებდა.
არც მეგობარია ჩემი და არც ამხანაგი, თუმცა მიხარია, რომ ასეთი მერი ჰყავს ჩვენს თბილისს” - წერს მირიანაშვილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი