"ყველაზე მეტად კვარა ბომბს ერიდეთ" | იტალიის პოლიციის გაფრთხილება » სპორტის ხაზი

"ყველაზე მეტად კვარა ბომბს ერიდეთ" | იტალიის პოლიციის გაფრთხილება

"ყველაზე მეტად კვარა ბომბს ერიდეთ" | იტალიის პოლიციის გაფრთხილება
2-01-2023, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

დაიწყო ახალი წლის პერიოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ პიროტექნიკის მოხმარების დროც გააქტიურდა, განსაკუთრებით კი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის.

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, იტალიის პოლიციამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ მოსახლეობა "კვარა ბომბს" უნდა მოერიდოს.

საქმე ისაა, რომ ნეაპოლელები პიროტექნიკას ფეხბურთელების სახელებს უკვე დიდი ხანია არქმევენ. ამ კუთხით, გამონაკლისი არც ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ, რომლის სახელობის პიროტექნიკა იტალიაში უკვე არსებობს.

ცნობისთვის, როგორც იწერება, "კვარა ბომბის" სიძლიერე უფრო მასშტაბურია, ვიდრე "მარადონა ბომბის", რომელიც მისი წინამორბედია. ასევე, იტალიაში არსებობს "იგუანი ბომბი" და "კავანი ბომბიც".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.