როგორი გამოხმაურება მოყვა ზურიკო დავითაშვილის თამაშს » სპორტის ხაზი

როგორი გამოხმაურება მოყვა ზურიკო დავითაშვილის თამაშს

როგორი გამოხმაურება მოყვა ზურიკო დავითაშვილის თამაშს
31-12-2022, 00:04
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-17 ტურში ზურიკო დავითაშვილის “ბორდო” “სოშოს” დაუპირისპირდა და 2-1 დაამარცხა. ქართველმა შემტევმა შეხვედრაში ულამაზესი ბურთი გაიტანა. მის თამაშს დიდი გამოხმაურება მოყვა.

"ამ საღამოს დავითაშვილი ჟოგო ბონიტოა", - ამბობს Sud Ouest-ის ჟურნალისტი ფრედერიკ ლაჰარი.

"ძალიან მომწონს ზურიკო დავითაშვილი. მას უყვარს ბურთი. "ბორდოს" რომ კარგი იდეა ჰქონოდა და მისნაირი ფეხბურთელები ჰყავდეს, ბევრად უკეთესი გუნდი იქნებოდა"- წერს Footmercato-ს ჟურნალისტი ჰანიფ ბენ ბერკანი.

“ბორდო” ლიგა 2-ის ცხრილში მეორე ადგილს 31 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი