VIDEO: როგორ ატირდა პელე, როდესაც ის ოქროს ბურთს შეეხო » სპორტის ხაზი

VIDEO: როგორ ატირდა პელე, როდესაც ის ოქროს ბურთს შეეხო

VIDEO: როგორ ატირდა პელე, როდესაც ის ოქროს ბურთს შეეხო
30-12-2022, 21:15
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, საფეხბურთო სამყარომ ტრაგიკული ამბის შესახებ გაიგო - ბრაზილიისა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პელე იყო ადამიანი, რომელმაც ყველაზე სანუკვარი ტიტულის, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება ისტორიაში 3-ჯერ შეძლო. გარდა ამისა, პელემ დაუდო არაერთ ფინტსა თუ ცრუ მოძრაობას სათავე, რომლებსაც დღეს სხვა ფეხბურთელები გვთავაზობენ.

თუმცა, პელემ საკლუბო კარიერის უმეტესი ნაწილი სანტოსში გაატარა მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის რეალი და მანჩესტერ იუნაიტედი ბრაზილიელის გადაბირებას ცდილობდნენ. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც "ფეხბურთის მეფესა და საუკუნის მოთამაშეს" ოქროს ბურთი არასდროს მიუღია, - პელე არც ევროპელი იყო და არც ევროპაში თამაშობდა, ხოლო როდესაც წესი შეიცვალა, პელე უკვე პენსიაზე იყო გასული.

მაგრამ, ინტერნეტში არსებობს 2013 წლის კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ჯილდოვდება პელე FIFA-სგან საპატიო ოქროს ბურთის ტიტულით, რა დროსაც ფეხბურთის ლეგენდა ცრემლებს ვერ იკავებს და ტირილს იწყებს - იხილეთ ვიდეო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი