"ვგიჟდები საცივზე, სანამ სახლში ეს საჭმელია, მე სხვა რამეს არ ვჭამ", - ნონა გაფრინდაშვილი » სპორტის ხაზი

"ვგიჟდები საცივზე, სანამ სახლში ეს საჭმელია, მე სხვა რამეს არ ვჭამ", - ნონა გაფრინდაშვილი

"ვგიჟდები საცივზე, სანამ სახლში ეს საჭმელია, მე სხვა რამეს არ ვჭამ", - ნონა გაფრინდაშვილი
30-12-2022, 15:23
Aa Aa
გაზიარება:

როგორც გაირკვა, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი საცივის დიდი მოყვარულია - როგორც თავად ქალბატონი ნონა "პრაიმტაიმთან" საუბარში ამბობს, მართალია, ეს კერძი მას თავად ორჯერ აქვს მომზადებული, თუმცა ისე უყვარს, რომ სანამ სახლში საცივია, სხვა საჭმელს არ გეახლებათ.

"ახალ წელს ჩვეულებრივ ვხვდები. არსად გასვლას არ ვაპირებ. სიმართლე გითხრათ, ქვეყანაში თუ მის გარეთ მიმდინარე მოვლენების გამო, სრულად სადღესასწაულო განწყობა არ მაქვს. სრული სიამოვნების საშუალებას თავს ვერ მისცემ. ამდენად დღესასწაულებს მშვიდად, ზედმეტი ფორიაქის გარეშე ვხვდები.

შევხედავ სასურველ სატელევიზიო გადაცემას, იქნება რაიმე გასართობი პროგრამა...

რაშიც ვიღებ მონაწილეობას, ეს გოზინაყისთვის ნიგვზის დაჭრაა. ხომ იცით, ყველას უყვარს გოზინაყი და დრო უნდა ნიგვზის დაჭრას.

დედა გემრიელ საჭმელებს ამზადებდა, მე ვიჯექი და ნიგოზს ვჭრიდი. სხვა საქმისგან განთავისუფლებული ვყავდი.

არაჩვეულებრივ საცივს ამზადებდა. ვგიჟდები ინდაურის საცივზე. სანამ საცივია, მე სხვა რამეს არ ვჭამ. მე თვითონ ერთ-ორჯერ გამიკეთებია. ჩემი მძახალი ამზადებს გემრიელ საცივს.

ძალიან მიყვარს ჩურჩხელა, ფელამუში, მოხარშული კვახი და სიმინდი...

მოკლედ, განსაკუთრებული განწყობა არ მაქვს, ჩვეულებრივ ველოდები ახალ წელს.

ჯანმრთელობას და მშვიდობას ვუსურვებ ყველას...
", - განაცხადა "პრაიმტაიმთან" საუბრისას ნონა გაფრინდაშვილმა.

წყარო: primetime.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი