"ხვიჩასა და ოსიმენს ინტერთან გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლიათ" | მასიმო კაპუტი » სპორტის ხაზი

"ხვიჩასა და ოსიმენს ინტერთან გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლიათ" | მასიმო კაპუტი

"ხვიჩასა და ოსიმენს ინტერთან გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლიათ" | მასიმო კაპუტი
3-01-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელმა ჟურნალისტმა, მასიმო კაპუტიმ Maracana-ს ეთერში, რომელიც Tmw Radio-ზე გადაიცემოდა, ნაპოლისა და ინტერის დაპირისპირებაზე ისაუბრა, რომელიც 2023 წლის 4 იანვარსაა ჩანიშნული.

კაპუტიმ აღნიშნა, რომ ისეთი დელიკატური მატჩის ბედი, როგორიც სულ რამდენიმე დღეში შედგება, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს თავისუფლად შეუძლიათ, რომ თავადვე გადაწყვიტონ:

"ვის უნდა დავაკვირდეთ ყველაზე მეტად ინტერისა და ნაპოლის თამაშის დროს? - ასეთი ბევრი მოთამაშეა, თუმცა მე ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს გამოვარჩევდი, რომლებსაც მატჩის ბედის განკარგვა შეუძლიათ, მით უმეტეს, რომ ინტერისთვის ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ ნერაძური ნაპოლისთან დამარცხდება, მათთვის მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა დარჩება, რომლის მოგების შანსიც ინტერს არც თუ ისე დიდი აქვს." - მასიმო კაპუტი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი