'ინტერი' 'ნაპოლის' წინააღმდეგ - ნეაპოლელებს სან სიროზე შესვლა აეკრძალათ » სპორტის ხაზი

'ინტერი' 'ნაპოლის' წინააღმდეგ - ნეაპოლელებს სან სიროზე შესვლა აეკრძალათ

'ინტერი' 'ნაპოლის' წინააღმდეგ - ნეაპოლელებს სან სიროზე შესვლა აეკრძალათ
30-12-2022, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

4 იანვარს, სან სიროზე 'ინტერი' ხვიჩა კავარაცხელიას 'ნაპოლის' მასპინძლობს. ეს იქნება შეხვედრა, რომლითაც ამ ორი გუნდისთვის (მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეული პაუზის შემდეგ) სერა A განახლდება, მაგრამ რაც უფრო მთავარია, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ეს იქნება ძალიან პრინციპული მატჩი. მის შედეგს სკუდეტოსთვის ბრძოლის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს.

მაგრამ, როგორც ჩანს 'ნაპოლის' მილანის ლეგენდარულ სტადიონზე გულშემატკივარი არ ეყოლება — მთელი სტადიონი 'ინტერს' დაუჭერს მხარს. ამის მიზეზი კი მილანის პრეფექტ რენატო საკონეს გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმადაც კამპანიის რეგიონიდან ჩასულ გულშემატკივარს ბილეთს არ მიჰყიდიან. 'აძურის' ფანები იმ სექტორშიც კი ვერ შევლენ, რომელიც წესით მათთვის უნდა იყოს გამოყოფილი.

გულშეტკივრებს, რომლებსაც ამ მატჩის ბილეთები ნაყიდი აქვთ თანხა უკან დაუბრუნდებათ.

გადაწყვეტილება მიღებულია სპორტული ღონისძიებების უსაფრთხოების ანალიტიკური კომიტეტის გადაწყვეტილებასა და რეკომენდაციაზე დაყრდნობით, რომელიც 22 დეკემბერს გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ აღნიშნული შეხვედრა 4 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე არის ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი