ნეიმარი, მესი, კრიშტიანო რონალდო, მბაპე - საფეხბურთო სამყარო პელეს ემშვიდობება » სპორტის ხაზი

ნეიმარი, მესი, კრიშტიანო რონალდო, მბაპე - საფეხბურთო სამყარო პელეს ემშვიდობება

ნეიმარი, მესი, კრიშტიანო რონალდო, მბაპე - საფეხბურთო სამყარო პელეს ემშვიდობება
30-12-2022, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ შევიტყვეთ, რომ ფეხბურთის ლეგენდა პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ყველა ცდილობს თავისი მწუხარებით ბრაზილიელის ოჯახს მიუსამძიმრონ და მათ მცირე ტკივილი მაინც შეუმსუბუქონ.

სამყარო პელეს სოციალური ქსელის მეშვეობით ეთხოვება. აქ თავმოყრილია რეაქციები „ფეხბურთის მეფის“ გარდაცვალებაზე:

კილიან მბაპე: "ფეხბურთის მეფემ დაგვტოვა, მაგრამ მისი მემკვიდრეობა არასოდეს იქნება დავიწყებული. განისვენე მშვიდად."

კრიშტიანო რონალდო: "ჩემი ღრმა მწუხარება მთელს ბრაზილიასა და კერძოდ, მისტერ ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს ოჯახს. უბრალო მშვიდობით არასაკმარისი იქნება იმ მწუხარების გამოსახატავად, რომელმაც მოიცვა ამ მომენტში მთელი საფეხბურთო სამყარო.

აღმაფრენა მილიონობით ადამიანისთვის, გუშინდელი და დღევანდელი დღის ეტალონი, უკვდავების ეტალონი. ყურადღება, რომელსაც ის ჩემს მიმართ ყოველთვის იჩენდა, ორმხრივი იყო ყველა მომენტში, რომელსაც ერთად ვიზიარებდით, თუნდაც დისტანციურად."


ლიონელ მესი: "განისვენე მშვიდად, პელე."

ერლინგ ჰალანდი: "ყველაფერს, რასაც თანამედროვე ფეხბურთში ხედავთ, ოდესღაც პირველმა პელემ გააკეთა."

რა თქმა უნდა ბევრი შეტყობინება იყო ბრაზილიელი ფეხბურთელებისგანაც



კაზემირო: "განისვენე მშვიდად, მეფე პელე. მადლობა სიდიადისთვის, რომელიც ბრაზილიასა და ფეხბურთს მიანიჭე. შენი მემკვიდრეობა სამუდამოა."

როდრიგო: "დღეიდან 29 დეკემბერი ყოველთვის იქება ნაღვლიანი თარიღი. სანტოსში ვიზრდებოდით და ყოველდღე გვესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ადამიანები ყოველდღე შენს შესახებ იმაზე, როგორი ბრწყინვალე ფეხბურთელი და ადამიანი იყავი.

ღვთის წყალობით, მქონდა შესაძლებლობა პირადად შეგხვედროდი. ეს იყო ერთ-ერთი განსაკუთრებული დღე ჩემს ცხოვრებაში! მადლობა მეფე რჩევისთვის და სიმამაცისთვის, რომელიც ჩვენმა საუბარმა მომცა. „ბიჭუნა, ყოველთვის იყავი ის, ვინც ხარ და არაფრის შეგეშინდეს." – ეს სიტყვები სამუდამოდ დამამახსოვრდება. განისვენე მშვიდად. ყოველთვის უდიადესი იქნები ისტორიაში!"


კაფუ: "დღეს მე ძმა დავკარგე. როგორც კათოლიკე-ქრისტიანი. ვიცი, რომ გარდაცვალების შემდეგ, ადამიანი იბადება სამუდამო ცხოვრებისთვის. ჩვენ გვექნება ეს უკვდავება, რათა ერთად ვიყოთ მამის სახლში.

მან, უბრალოდ, დატოვა სამყარო, რომელსაც აქვს დასასრული და გაემართა იმ სამყაროში, რომელსაც ბოლო არ აქვს. შევხვდებით პელე."


ნეიმარი: "ოდესღაც ასეთი სიტყვები წავიკითხე: „პელემდე „ნომერი 10“, უბრალოდ, რიცხვი იყო“. მაგრამ ეს შესანიშნავი წინადადება არასრულია. მე ასე ვიტყოდი, რომ პელემდე ფეხბურთი, უბრალოდ, სპორტი იყო. პელემ ყველაფერი შეცვალა.

მან ფეხბურთი ხელოვნებად და გართობად აქცია. მან მიაწვდინა ხმა ღარიბებს, ფერადკანიანებს. და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მან ყველას ანახა ბრაზილია. ფეხბურთისა და ბრაზილიის სტატუსი ამაღლდა პელეს წყალობით."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი