ლაზარე კუპატაძე კვლავ ეროვნულ ლიგაში? - ცნობილია, ვის სურს გამოცდილი მეკარის დამატება » სპორტის ხაზი

ლაზარე კუპატაძე კვლავ ეროვნულ ლიგაში? - ცნობილია, ვის სურს გამოცდილი მეკარის დამატება

ლაზარე კუპატაძე კვლავ ეროვნულ ლიგაში? - ცნობილია, ვის სურს გამოცდილი მეკარის დამატება
4-01-2023, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

დინამო ბათუმის ყოფილმა მეკარემ, ლაზარე კუპატაძემ შესაძლოა კარიერა გორის დილაში გააგრძელოს.

ამის შესახებ ინფორმაციას სპორტული გვერდი "90 წუთი" ავრცელებს და წერს, რომ გორის დილას საქართველოს ნაკრების მეკარის დამატება სურს.

ეროვნული ლიგის ბინადარმა გუნდმა ლაზარეს წინადადებით უკვე მიმართა და ტრანსფერთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე კუპატაძე ბოლოს ბათუმის დინამოში გამოდიოდა, თუმცა გუნდთან მოულოდნელად კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და მას შემდეგ უგუნდოდაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი