ნაპოლიმ ლოსანოს შემცვლელს პორტუგალიაში მიაგნო - იტალიური მედია შესაძლო ტრანსფერზე » სპორტის ხაზი

ნაპოლიმ ლოსანოს შემცვლელს პორტუგალიაში მიაგნო - იტალიური მედია შესაძლო ტრანსფერზე

ნაპოლიმ ლოსანოს შემცვლელს პორტუგალიაში მიაგნო - იტალიური მედია შესაძლო ტრანსფერზე
29-12-2022, 17:22
Aa Aa
გაზიარება:

მიმდინარე სეზონში ნაპოლი ყველა ტურნირზე შეუჩერებელია და სპალეტის გუნში რომელიმე მოთამაშის გამორჩევა რთულია.

მიუხედავად წარმატებული სეზონისა, იტალიელი გულშემატკივრები ნაპოლის ყველაზე სუსტ რგოლად, ირვინ ლოსანოს მიიჩნევენ და უკვე ბევრი იწერება მექსიკელი ფეხბურთელის გუნდიდან წასვლის შესახებ.

იტალიურ პრესაში, ლოსანოს შემცვლელის სახელიც გაჟღერდა - საუბარია ლისაბონის ბენფიკას გარემარბზე, დევიდ ნერეშზე, რომელიც ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ბრაზილიელი ფეხბურთელის ანგარიშზე 22 ჩატარებული შეხვედრაში 8 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

სავარაუდოდ, ბენფიკა ნერეშის ნაცვლად მინიმუმ 40 მილიონ ევროს მოითხოვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი