VIDEO: პეპმა ბოთლი ლიდსის სკამისკენ მოისროლა, შემდეგ კი სწრაფად მოიბოდიშა » სპორტის ხაზი

VIDEO: პეპმა ბოთლი ლიდსის სკამისკენ მოისროლა, შემდეგ კი სწრაფად მოიბოდიშა

VIDEO: პეპმა ბოთლი ლიდსის სკამისკენ მოისროლა, შემდეგ კი სწრაფად მოიბოდიშა
29-12-2022, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გუშინ, ინგლისის პრემიერ ლიგაში პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტიმ ჯესი მარშის ლიდსი ელანდ როუდზე 1:3 დაამარცხა.

წესით, მორიგი სასაუბრო თემა ერლინგ ჰოლანდის, იგივე გოლების მანქანის (როგორც მას უწოდებენ) შესრულებული დუბლი უნდა ყოფილიყო, თუმცა აღნიშნული მატჩიდან სულ სხვა ეპიზოდი გამოირჩა.

საქმე ისაა, რომ ერთ-ერთ მომენტში, მანჩესტერ სიტის ფეხბურთელებმა ბურთი "არაპეპურად" გაათამაშეს, რის გამოც გვარდიოლა ძალიან გაღიზიანდა და იქვე დამდგარ ბოთლს ფეხი მოუქნია, რომელიც ლიდსის სათადარიგოთა სკამისკენ გადავარდა და იქ მყოფ სტაფის წევრს მოხვდა. ცხადია, ამის დანახვაზე პეპ გვარდიოლას სწრაფი რეაქცია ჰქონდა და მოსაბოდიშებლად მეტოქესთან უმალვე გაეშურა - იხილეთ ვიდეო.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტი პრემიერ ლიგის მე-2 ადგილს 35 ქულით იკავებს და ლიდერ არსენალს 5 ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი