ანზორ მექვაბიშვილისთვის ევროპული კლუბები იბრძვიან | Setanta Sports » სპორტის ხაზი

ანზორ მექვაბიშვილისთვის ევროპული კლუბები იბრძვიან | Setanta Sports

ანზორ მექვაბიშვილისთვის ევროპული კლუბები იბრძვიან | Setanta Sports
29-12-2022, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებისა და თბილისის დინამოს 21 წლის ნახევამრცველი, ანზორ მექვაბიშვილი შესანიშნავი პროგრესით გამოირჩევა, რისი მანიშნებელიც მისი შიდა ჩემპიონატში, შემდეგ კი ეროვნულ გუნდში გამართული შეხვედრებია.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელით რამდენიმე ევროპული კლუბი ინტერესდება, რომლებსაც კვეთა ქართველ მოთამაშეებთან აქვთ, ესენი ნიდერლანდური ვიტესი და დანიური კოპენჰაგენი გახლავთ, ამ ყველაფრის შესახებ Setanta Sports წერს.

ცნობისთვის, რამდენიმე წლის წინ, ვიტესში არაერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა, მათ შორის გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია. საგულისხმოა, რომ გურამ კაშია ვიტესის კაპიტანიც კი იყო და კლუბთან ერთად გურამს ნიდერლანდების თასიც აქვს მოგებული. რაც შეეხება კოპენჰაგენს, იქ დავით ხოჭოლავა თამაშობს.

თავად ანზორ მექვაბიშვილი კი, ჩამშლელი ნახევამრცველის პოზიციაზე თამაშობს და ჯაბა კანკავას შემცვლელადაც მოიაზრებენ. აშკარაა, რომ ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელების სიაში ერთ-ერთი სწორედ მექვაბიშვილია.

იმედი დავიტოვოთ, რომ გიორგი მამარდაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებულ გზას წარმატებითვე გააგრძელებს ანზორ მექვაბიშვილიც.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი