"ვიცოდი, რომ გოლი ლიდსის კარში არ უნდა აღმენიშნა" | ერლინგ ჰოლანდი » სპორტის ხაზი

"ვიცოდი, რომ გოლი ლიდსის კარში არ უნდა აღმენიშნა" | ერლინგ ჰოლანდი

"ვიცოდი, რომ გოლი ლიდსის კარში არ უნდა აღმენიშნა" | ერლინგ ჰოლანდი
29-12-2022, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი, რომელმაც ელანდ როუდზე ლიდსი 1:3 დაამარცხა.

საგულისხმოა, რომ ჯესი მარშის გუნდს ორი გოლი ქალაქელთა ნორვეგიელმა თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა გაუტანა, რომელსაც არცერთი გოლი საზეიმოდ არ აღუნიშნავს, რასაც თავისი მიზეზი გააჩნია.

როგორც იცით, ერლინგ ჰოლანდი ლიდსშია დაბადებული, ამიტომ, მას ამ კლუბის მიმართ გარკვეული სიმპათიები გააჩნია:

"წინასწარ ვიცოდი, რომ თუ გოლს გავიტანდი არ უნდა აღმენიშნა, რადგან მე აქ დავიბადე და აქაურობას პატივს ვცემ. ჩემი ოჯახის წევრები ტრიბუნებიდან მადევნებდნენ თვალს და ეს გასაოცარი გრძნობაა. როდესაც პატარა ვიყავი, ლიდსისა და მანჩესტერ სიტის მაისურები მქონდა. დღეს, ჩემთვის განსაკუთრებული დღე იყო, რადგან ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ლიდსის წინააღმდეგ სიტის მაისურით ვითამაშებდი."

"ჯეკს მაგარი თამაში ჰქონდა, მას ორი საგოლე გადაცემის შესრულება მივულოცე."
- ერლინგ ჰოლანდი.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტი პრემიერ ლიგის მე-2 ადგილს 35 ქულით იკავებს და ლიდერ არსენალს 5 ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი