ერლინგ ჰოლანდმა პრემიერ ლიგაში გატანილი გოლებით მამამისს გადაუსწრო » სპორტის ხაზი

ერლინგ ჰოლანდმა პრემიერ ლიგაში გატანილი გოლებით მამამისს გადაუსწრო

ერლინგ ჰოლანდმა პრემიერ ლიგაში გატანილი გოლებით მამამისს გადაუსწრო
29-12-2022, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

"მანჩესტერ სიტის" ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა, "ლიდსთან" გატანილი ორი გოლის წყალობით, პრემიერ ლიგაში გატანილი გოლებით მამამისს, ალფ-ინგე ჰოლანდს გადაუსწრო.

იორკშირერებთან მატჩამდე ერლინგის ანგარიშზე 18 გოლი იყო, თუმცა დუბლის გაფორმებით მას 20 გოლი დაუგროვდა.

აღსანიშნავია, რომ ამისთვის უფროსს ჰოლანდს 181 მატჩი დასჭირდა. ერლინგმა მსგავსი შედეგის დაფიქსირება კი მხოლოდ 14 მატჩში შეძლო.

გეტყვით, რომ 20 გოლის გარდა, მიმდინარე სეზონში ერლინგ ჰოლანდმა პრემიერ ლიგაში სამი საგოლე გადაცემაც მიიწერა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი