Record : 'ნაპოლი ამ ფეხბურთელის შემცვლელს აქტიურად ეძებს' » სპორტის ხაზი

Record : 'ნაპოლი ამ ფეხბურთელის შემცვლელს აქტიურად ეძებს'

Record : 'ნაპოლი ამ ფეხბურთელის შემცვლელს აქტიურად ეძებს'
4-01-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლიმ" მექსიკელი თავდამსხმელის ირვინგ ლოზანოს გასაშვებად მზადება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ პარტენოპეის მარჯვენა-შემტევი სეზონის პირველ ნახევარში კარგი იყო, თავდამსხმელმა შესაძლოა ნეაპოლური გუნდი მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვოს.

Record-ის ინფორმაციით, იტალიის ჩემპიონატის ლიდერი ლოზანოს ალტერნატივად ბრაზილიელ გარემარბ დავიდ ნერესს განიხილავს, რომელიც ამჟამად ლისაბონის "ბენფიკას" ღირსებას იცავს.

25 წლის ფეხბურთელი პორტუგალიური გუნდის რიგებს გასულ ზაფხულს შეუერთდა, სადაც უკრაინული "შახტარიდან" გადავიდა. "არწივები" დევიდს მინიმუმ 40 მილიონ ევროდ აფასებენ.

მიმდინარე სეზონში ნერესმა "ბენფიკაში" 22 მატჩში რვა გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. ნერესს "აიაქსშიც" უთამაშია, სადაც ერიკ ტენ ჰაგის გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.