ხვიჩა კვარაცხელია: 'პირველად ნაპოლის თამაშს რომ ვუყურე, ამას მივხვდი' » სპორტის ხაზი

ხვიჩა კვარაცხელია: 'პირველად ნაპოლის თამაშს რომ ვუყურე, ამას მივხვდი'

ხვიჩა კვარაცხელია: 'პირველად ნაპოლის თამაშს რომ ვუყურე, ამას მივხვდი'
29-12-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ DAZN-თან მიცემულ ინტერვიუში მის გადაწვეტილებაზე და 'ნაპოლიში' გადასვლის შესახებ ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ ის თავიდანვე ნეაპოლურ კლუბში თამაშით იყო დაინტერესებული.

"ნაპოლი? ისინი ორი წელი მეძებდნენ, ძალიან გამიხარდა, რომ ამხელა გუნდი დაინტერესდა ჩემით. მერე, როცა შემთხვევით ვუყურე მათ მატჩებს, ვფიქრობდი, რომ ასეთ გუნდთან შესანიშნავად შემეძლო ადაპტირება. ძალიან მომეწონა თამაშის სტილი და მინდოდა მეც მათი გუნდის წევრი ვყოფილიყავი. ასეც მოხდა: ახლა მე შემიძლია ვთქვა, რომ მეც ნაპოლის მოთამაშე ვარ.

ჩემთვის მხოლოდ იყო ნაპოლი. სხვაგან თამაშზე არც მიფიქრია. მინდოდა ამ გუნდის მაისური ჩამეცვა და მათთვის გოლები გამეტანა. ეს სიამოვნება და ბედნიერება საყვარელი საქმის კეთების."
- განაცხადა 21 წლის შემტევმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას პარტენოპეის მაისურით სეზონის პირველ ნახევარში 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მოუგროვდა.

გეტყვით იმასაც, რომ 'ნაპოლი' სეზონის მეორე ნახევარს 4 იანვარს, 'ინტერთან' მატჩით განაახლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი