კოდი გაკპო ლივერპულში ჩავიდა » სპორტის ხაზი

კოდი გაკპო ლივერპულში ჩავიდა

კოდი გაკპო ლივერპულში ჩავიდა
29-12-2022, 11:42
Aa Aa
გაზიარება:

ნიდერლანდების ნაკრების შემტევმა, კოდი გაკპომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე თავი ნამდვილად გამოიჩინა. ეს ფაქტი ბუნებრივია, მის საკლუბო კარიერაზეც იქონიებდა გავლენას. ნიდერლანდელი “ლივერპულს” შეუერთდა.

ახალგაზრდა შემტევი “მერსისაიდელთა”ფეხბურთელი ოფიციალურად იანვრის სატრანსფერო ფანრჯის პერიოდში, მას შემდეგ გახდება, რაც პირადი კონტრაქტის დეტალებს შეათანხმებს და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

"ძალიან კარგი შეგრძნებაა, მოხარული ვარ აქ ყოფნით. მოუთმენლად ველოდები ამ ბრწყინვალე კლუბში ვარჯიშის დაწყებას და თამაშს” - განაცხადა გაკპომ.

კოდი ინგლისის ჩემპიონატში “პსვდან” გადმოვიდა, სადაც მის ანგარიშზე 159 შეხვედრაში 55 გოლი იყო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.