მაკ ალისტერს “იუვენტუსში” სურს » სპორტის ხაზი

მაკ ალისტერს “იუვენტუსში” სურს

მაკ ალისტერს “იუვენტუსში” სურს
29-12-2022, 11:04
Aa Aa
გაზიარება:

გასული მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე არაერთი ფეხბურთელის შესაძლებლობები დავინახეთ. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ არგენტინელი ალექს მაკ ალისტერია.

La Gazzeta dello Sport-ის თანახმად, მსოფლიოს ჩემპიონს “ბრაიტონიდან” ტურინის “იუვენტუსში” სურს გადასვლა. იგი ამ საკითხის შესახებ საკუთარ ოჯახს უკვე ესაუბრა.

როგორც ირკვევა, “ბებერი ქალბატონის” თავკაცი, მასიმილიანო ალეგრი მოხიბლულია არგენტინელის თამაშით კატარის ჩემპიონატზე. და იმ შემთხვევაში თუ გუნდს უესტონ მაკ კენი დატოვებს, მაკ ალისტერი “ბიანკონერიში” უპრობლემოდ გადავა.

არგენტინელი ნახევარმცველი ამჟამად “ბრაიტონის” ღირსებას იცავს. მის ანგარიშზრ ჩატარებულ 86 შეხვედრაში 13 გოლია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი