კროკობეთისა და “ნაპოლის” ერთობლივ საახალწლო ვიდეოში ბევრ სახალისო მომენტს შეხვდებით, თუნდაც როგორ ცდილობენ “პარტენოპეის” ფეხბურთელები ქართული სიტყვების წარმოთქმას, როგორ ეგონათ მათ ჩურჩხელა შოკოლადი და ა.შ
გამოსარჩევია ის, რომ “ნაპოლის” ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ საზოგადოებას დამდეგი 2023 წელი მიულოცა.