სალაჰის "სკანდალური" ფოტო, რომლის გამოც მუსლიმანებმა გააკრიტიკეს (ფოტო) » სპორტის ხაზი

სალაჰის "სკანდალური" ფოტო, რომლის გამოც მუსლიმანებმა გააკრიტიკეს (ფოტო)

სალაჰის "სკანდალური" ფოტო, რომლის გამოც მუსლიმანებმა გააკრიტიკეს (ფოტო)
28-12-2022, 21:47
Aa Aa
გაზიარება:

ლივერპულის და ეგვპიტის ნაკრების შემტევმა, მოჰამედ სალაჰმა 25 დეკემბერს, სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ოჯახთან ერთად საშობაო ნაძვის ხესთანაა გადაღებული და საკუთარ გამომწერებს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

აღნიშნული ფოტოს გამო, მუსლიმანური სამყაროს ნაწილმა, სალაჰი გააკრიტიკა, მეტიც, ზოგი იმასაც კი ამბობდა, რომ თითქოს სალაჰმა რელიგია შეიცვალა. გარდა იმისა, რომ ეგვიპტელ ფეხბურთელს რელიგიის ღალატში ადანაშაულებდნენ, გულშემატკივართა ნაწილი მას მკაცრი შურისძიებითაც ემუქრებოდა.

საბოლოოდ, ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ სალაჰს საჯაროდ მოუწია განცხადების გაკეთება და აღნიშნა, რომ არც ალაჰისთვის უღალატია და არც ისლამურ რელიგიაზე უთქვამს უარი - უბრალოდ, ამ გზით მას ქრისტიანი მეგობრების და ახლობლების მიმართ პატივისცემის გამოხატვა სურდა.

იხილეთ ფოტო:

სალაჰის "სკანდალური" ფოტო, რომლის გამოც მუსლიმანებმა გააკრიტიკეს (ფოტო)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი