დინამო ბრიტანეთიდან შოტლანდიელ მცველს ყიდულობს? | The Scottish Sun » სპორტის ხაზი

დინამო ბრიტანეთიდან შოტლანდიელ მცველს ყიდულობს? | The Scottish Sun

დინამო ბრიტანეთიდან შოტლანდიელ მცველს ყიდულობს? | The Scottish Sun
28-12-2022, 21:37
Aa Aa
გაზიარება:

შოტლანდიური მედია, კერძოდ The Scottish Sun 23 წლის ლუის სტრაპის შესახებ წერს, რომელიც, შესაძლოა, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, თბილისის დინამოში გადაბარგდეს.

ლუის სტრაპი შოტლანდიის რანგით მეორე დივიზიონის გუნდის, მორტონის შემადგენლობაში 2019 წლიდან თამაშობს და ამ დრომდე, მას 2 გოლი და 11 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.

რაც შეეხება ლუისის დანარჩენ კარიერას, ის 23 წლის განაპირა მცველმა, აგრეთვე შოტლანდიურ ანანსა და ელჯინ სითიში გაატარა.

ტრანსფერის ღირებულების მხრივ, ჯერჯერობით არაფერი იწერება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თბილისის დინამომ ეროვნული ლიგა მოიგო და ჭიაბრიშვილის გუნდს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში მოუწევს, მაშინ ლოგიკურად უნდა ჩავთვალოთ ფაქტი, რომ თბილისელებმა გუნდის გაძლიერება ლეგიონერებით გადაწყვიტეს.

დინამო ბრიტანეთიდან შოტლანდიელ მცველს ყიდულობს? | The Scottish Sun


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი