შენგელიას მორიგი შედეგიანი მატჩი ჰქონდა » სპორტის ხაზი

შენგელიას მორიგი შედეგიანი მატჩი ჰქონდა

შენგელიას მორიგი შედეგიანი მატჩი ჰქონდა
28-12-2022, 18:29
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის საკალათბურთო Lega A-ს მე-12 ტურის შეხვედრაში “პესაროსა” და “ვირტუს ბოლონიას” დაუპირისპირდნენ. დაძაბულ მატჩში გამარჯვებულის ვინაობის გასაგებად ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო. საბოლოოდ, დაპირისპირება მასპინძელთა მარცხით, 82:87 დასრულდა.

“ვირტუსის” გამარჯვებაში ლომის წილი თორნიკე შენგელიამ დაიდო, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 38 წუთში, 19 ქულის, 10 მოხსნისა და 4 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 34 შეადგინა.

ბოლონიელთა ქართველი ვარსკვლავის გარჯას ამაოდ არ ჩაუვლია – შენგელია მე-12 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი