ესპანური გამოცემა AS-ი მამარდაშვილზე წერს » სპორტის ხაზი

ესპანური გამოცემა AS-ი მამარდაშვილზე წერს

ესპანური გამოცემა AS-ი მამარდაშვილზე წერს
28-12-2022, 18:02
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ვხედავთ გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიასთვის” მნიშვნელოვანი ფიგურაა. ქართველი, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა, Transfermarkt-ის მიხედვით 2022 წელს მეკარეებს შორის ყველაზე დაფასებულია. ბოლო 12 თვეში, მამარდაშვილის ღირებულება 733,3%-ით გაიზარდა. 3 მილიონიდან მისი ფასი 25 მილიონი გახდა.

ქართველის მსგავსი საბაზრო ღირებულების მატება 2022 წელს მსოფლიოს მასშტაბით არცერთ მეკარეს არ ჰქონია- 25 მილიონი. მასთან ყველაზე ახლოს ორი მეკარე იმყოფება- ესპანელი რობერტო სანჩესი, რომლის ფასიც 21 მილიონით გაიზარდა და პორტუგალიელი დიოგუ კოშტა- 19 მილიონი.

მამარდაშვილი მეკარეებს შორის მსოფლიო სატრანსფერო ბაზარზე მე-13 გოლკიპერია. რეიტინგის სათავეში “რეალის“ მეკარე, ტიბო კურტუა 60 მილიონით ლიდერობს. გიორგი მამარდაშვილი კი 22 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელიც ამ სიაში მოხვდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი