ოთხთა ფინალის პოტენციურ მონაწილეთა მატჩი - A ლიგა » სპორტის ხაზი

ოთხთა ფინალის პოტენციურ მონაწილეთა მატჩი - A ლიგა

ოთხთა ფინალის პოტენციურ მონაწილეთა მატჩი - A ლიგა
22-09-2022, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

"ერთა ლიგის" A ჯგუფში ოთხი ქვეყანა თამაშობს, ესენია: დანია, ხორვატია, ავსტრია და საფრანგეთი. მათი ჯგუფში პოზიციონირება ქულების მიხედვით, სწორედ ამ თანმიმდევრობითაა დალაგებული (9ქ,7ქ,4ქ,2ქ).

სანამ ჯგუფური ეტაპი დაიწყებოდა, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 2 ტურით ადრე მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს მხოლოდ 2 ქულა ექნებოდა, თუმცა ფრანგებისთვის რეალობა სწორედ ასეთია. შესაბამისად, "ლურჯები" პირველ ადგილს ვეღარ დაიკავებენ, რადგან დანიელებთან ჩამორჩენის აღმოფხვრა ორ ტურში მათემატიკურად შეუძლებელია. ამიტომ, დღეს A ლიგის არაოფიციალური ფინალი გაიმართება, სადაც ხორვატები და დანიელები გაარკვევენ თუ ვინ ითამაშებს "ერთა ლიგის" მომდევნო ოთხთა ფინალში, დაპირისპირება ჩვენი დროით 22:45-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ ოთხთა ფინალში ბელგია, იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი იყვნენ, ხოლო ფინალი ამ უკანასკნელთა შორის გაიმართა, რომლის მოგებაც მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, საფრანგეთმა მოახერხა ანგარიშით 1-2.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი