ბათუმის “დინამომ” ახალი მეკარე შეიძინა. მათ რიგებს ბელარუსი მეკარე, ანტონ ჩიჩკანი დაიმატა.
GOAL.GE-ს მოპოვებული ინფორმაციით, ჩიჩკანმა "დინამოსთან" 2-წლიანი კონტრაქტ გააფორმა და საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ტრანსფერს სულ მალე გააოფიციალურებს.
27 წლის მეკარე 13 სექტემბრის შემდეგ თბილისის "დინამოში" ირიცხებოდა, თუმცა არცერთი თამაში არ ჩაუტარებია.