ჟოზე მოურინიომ პორტუგალიის ნაკრების შემოთავაზება უარით გაისტუმრა! » სპორტის ხაზი

ჟოზე მოურინიომ პორტუგალიის ნაკრების შემოთავაზება უარით გაისტუმრა!

ჟოზე მოურინიომ პორტუგალიის ნაკრების შემოთავაზება უარით გაისტუმრა!
28-12-2022, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ფერნანდო სანტუში, რომელიც პორტუგალიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში წვრთნიდა, საბოლოოდ ნაკრებიდან წავიდა და ეროვნულ გუნდში მთავარი მწვრთნელის თანამდებობა განთავისუფლდა.

ცხადია, პორტუგალიელებმა ახალი კანდიდატების ძიება დაიწყეს, აქედან კი, ერთ-ერთი გამორჩეული ვარიანტი ჟოზე მოურინიო გახლდათ, რომელიც, ამჟამად იტალიური რომას მთავარი მწვრთნელია.

სულ ცოტა ხნის წინ, Onefootball-მა გაავრცელა A BOLA-ს მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჟოზე მოურინიომ პორტუგალიის ნაკრების შემოთავაზებას უარით უპასუხა.

ამავე წყაროდან ვიგებთ, რომ პორტუგალია ჟოზეს გადაბირებას ისევ შეეცდება, თუმცა დიდი ალბათობით, მოურინიო რომას უმწვრთნელოდ სეზონის შუაში არ დატოვებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი