"ჩვენი მიზანი ეს არის", - ნიკა კვეკვესკირი მაკედონიასთან მატჩამდე » სპორტის ხაზი

"ჩვენი მიზანი ეს არის", - ნიკა კვეკვესკირი მაკედონიასთან მატჩამდე

"ჩვენი მიზანი ეს არის", - ნიკა კვეკვესკირი მაკედონიასთან მატჩამდე
22-09-2022, 10:08
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის სრული შემადგენლობით ემზადება. ვილი სანიოლის გუნდი წლის ბოლო ოფიციალურ საშინაო მატჩს ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ 23 სექტემბერს გამართავს. 26 სექტემბერს ჩვენი გუნდი სტუმრად გიბრალტარში ითამაშებს.

მატჩამდე ცოტა ხნით ადრე, აღნიშნულ დაპირისპირებაზე ნიკა კვეკვესკირმა ისაუბრა:

"სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გვაქვს კონკრეტული მიზანი - ჯგუფის პირველ ადგილზე დასრულება და სიმბოლურიც არის, რომ ეს ჩრდილოეთ მაკედონიასთან, თბილისში უნდა მოხდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აქ, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე შევასრულოთ დასახული ამოცანა.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრა, პირველ რიგში, გულშემატკივრებისთვის არის განსაკუთრებული, რადგან ისინი ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალურ მატჩზე არ იმყოფებოდნენ და მიხარია, რომ სავსე სტადიონის წინაშე ვითამაშებთ
".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი