გაკპო “ლივერპულს” უახლოვდება » სპორტის ხაზი

გაკპო “ლივერპულს” უახლოვდება

გაკპო “ლივერპულს” უახლოვდება
27-12-2022, 10:08
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ჰოლანდიის ნაკრებიდან გულშემატკივრებს თავი კოდი გაკპომ დაამახსოვრა. იგი ამ დროისთვის “პსვს” რიგებში ასპარეზობს, თუმცა მუნდიალის შემდგომ მისი მსურველების ოდენობა გაიზარდა და დიდი ალბათობაა, რომ მან ჰოლანდიური კლუბი დატოვოს.

ჯერ კიდევ ზაფხულში მისით “მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესდებოდა, თუმცა “წითელმა ეშმაკებმა” საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ამჟამად გაკპო კვლავ ინგლისურ კლუბს, ოღონდ “ლივერპულს” სურს. მისივე თქმით მერსისაიდელებმა “პსვს” 37 მილიონი ევრო, პლუს ბონუსები შესთავაზეს (საერთო ჯამში 50მილიონამდე). ახლა კი ინგლისელები ჰოლანდიელ ფეხბურთელს პირად დეტალებზე უნდა შეუთანხმდნენ. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.