GFF AWARDS 2022 - როგორ განაწილდა ჯილდოები » სპორტის ხაზი

GFF AWARDS 2022 - როგორ განაწილდა ჯილდოები

GFF AWARDS 2022 - როგორ განაწილდა ჯილდოები
27-12-2022, 00:05
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, სასტუმრო "შერატონში" GFF Awards-ის ყოველწლიური დაჯილდოვება გაიმართა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე სხვადასხვა კატეგორიაში საუკეთესოები გამოარჩიეს.

ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ჯოვინო ფლამარიონი დასახელდა, რომელმაც გასულ სეზონში ჩატარებულ 29 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბრაზილიელმა მოთამაშემ საუკეთესო თავდამსხმელის წოდებაც მოიპოვა.

ეროვნული ლიგის საუკეთესო გოლის ავტორი მილან რადინი გახდა. სერბი შუახაზელის მიერ "გაგრას" კარში გატანილი გოლი GFF-ს ვერსიით საუკეთესო გამოდგა.

საუკეკეთესო მწვრთნელი ჯილდო გიორგი ჭიაბრიშვილს ერგო, რომელმაც თბილისის "დინამოს" ჩემპიონობა მოუტანა.

საუკეთესო ნახევარმცველად სანდრო ალთუნაშვილი დასახელდა, რომელმაც 31 ჩატარებულ მატჩში 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
საუკეთესო მცველის ჯილდო ჯემალ ტაბიძეს ერგო, რომელმაც "დინამოს" ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა.

საუკეთესო მეკარე კი ასევე თბილისის "დინამოს" კარის დარაჯი, გიორგი კუტალაძე დასახელდა, რომელმაც გუნდის ჩემპიონობაში ლომის წვლილი შეიტანა.

ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონის საუკეთესო გუნდი კი ასე გამოიყურება:



GFF AWARDS 2022 - როგორ განაწილდა ჯილდოები


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.