ზურიკო დავითაშვილი : "ჩვენი მიზანია ბორდო ლიგა 1-ში დავაბრუნოთ" » სპორტის ხაზი

ზურიკო დავითაშვილი : "ჩვენი მიზანია ბორდო ლიგა 1-ში დავაბრუნოთ"

ზურიკო დავითაშვილი : "ჩვენი მიზანია ბორდო ლიგა 1-ში დავაბრუნოთ"
21-09-2022, 23:22
Aa Aa
გაზიარება:

სამშობლოში დაბრუნებამდე, ზურიკო დავითაშვილმა "ბორდოს" პრესსამსახურთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც თავის სამომავალო გეგმებზე ისაუბრა.

"ბორდო ძალიან ცნობილი კლუბია, ვუყურებდი საფრანგეთის ჩემპიონატს და ამიტომაც გადავწყვიტე აქ მოსვლა. ვიცი, რომ აქ ზინედინ ზიდანი თამაშობდა, სწორედ ამან მიბიძგა ამ გუნდთან კონტრაქტის გაფორმებისკენ.

ვთამაშობ მარცხენა გარემარბის პოზიციაზე, თუმცა თამაში ცენტრში და მარჯვნივაც შემიძლია. ყველაფერს გავაკეთებ და ბოლომდე დავიხარჯები, რათა კიდევ უფრო უკეთესი გავხდე და მიზანს მივაღწიო. ჩვენი მთავარი მიზანი ბორდოს ლიგა 1-ში დაბრუნებაა.

აქ ძალიან კარგი ატმოსფეროა. ჯერჯერობით ფრანგულად ვერ ვლაპარაკობ და ყველაფერი არ მესმის, მაგრამ თანაგუნდელები ძალიან მეხმარებიან, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ." - განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა.


21 წლის შემტევის დებიუტი ფრანგულ კლუბში 17 სექტემბერს შედგა, სადაც ზურიკომ გოლის გატანაც კი მოახერხა და გუნდს მნიშვნელოვანი ქულები მოუპოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი