"კვარაცხელია მარადონას დიდად არაფრით ჩამოუვარდება" | ხვიჩას ყოფილი მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია მარადონას დიდად არაფრით ჩამოუვარდება" | ხვიჩას ყოფილი მწვრთნელი

"კვარაცხელია მარადონას დიდად არაფრით ჩამოუვარდება" | ხვიჩას ყოფილი მწვრთნელი
2-01-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

75 წლის იური სიომინმა, რომელიც მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილი მწვრთნელია, საქართველოს ნაკრებისა და იტალიური ნაპოლის გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ფეხბურთის ლეგენდის, დიეგო მარადონას შედარების შესახებ ისაუბრა:

"ხვიჩა კვარაცხელია დიეგო მარადონას დიდად არც ჩამოუვარდება, ამას კი თავის არგუმენტები აქვს. მაგალითად, დრიბლინგებისა და სისწრაფის განვითარება ხვიჩასაც მშვენივრად გამოსდის, შესაძლოა, შორ დისტანციაზე უკეთესადაც კი. გარდა ამისა, დამაგვირგვინებელ ფაზაში, კვარაცხელიამ სწორი პაუზის აღებაც ისწავლა, რაც რუსეთში თამაშისას მისი ნაკლი იყო. ასევე, რუბინში ყოფნის დროს, კვარაცხელია ძალიან ბევრ ფიზიკურ ორთაბრძოლას აგებდა, ახლა კი, მისი ფიზიკური მონაცემები შესანიშნავია." - თქვა სიომინმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი მოსკოვის ლოკომოტივში 2018/2019 წლებში თამაშობდა. სწორედ ესაა პერიოდი და კლუბი, სადაც იური სიომინი ხვიჩა კვარაცხელიას წვრთნიდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.