"მომავალს ყოველთვის ოპტიმიზმით უნდა შევხედოთ" | დე ლაურენტისის საშობაო მოლოცვა » სპორტის ხაზი

"მომავალს ყოველთვის ოპტიმიზმით უნდა შევხედოთ" | დე ლაურენტისის საშობაო მოლოცვა

"მომავალს ყოველთვის ოპტიმიზმით უნდა შევხედოთ" | დე ლაურენტისის საშობაო მოლოცვა
26-12-2022, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, მსოფლიოს ნაწილი შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს, მათ შორის იტალიელებიც, სადაც საშობაო დღესასწაული უკვე გუშინ დაიწყო.

სწორედ შობის დადგომას გამოეხმაურა ნაპოლის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, რომელმაც ხალხს ტვიტერის საშუალებით აღნიშნული დღესასწაული მიულოცა:

"ყველას გილოცავთ შობას, გულწრფელი და მოსიყვარულე სურვილებით. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ სამყაროში, რომელიც სავსეა გაურკვევლობებით. მიუხედავად ამისა, მომავალს ყოველთვის ოპტიმიზმით უნდა შევხედოთ და როდესაც ოჯახებთან ერთად ვართ, მოდით, ვცადოთ, რომ უდარდელად ვიცხოვროთ. აურელიო გილოცავთ შობის დღესასწაულს." - წერს ნაპოლის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატი ნაპოლისთვის 4 იანვარს, ინტერთან დაპირისპირებით განახლდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი