Deportevalenciano-მ 2022 წელი შეაჯამა და სეზონის პროგრესირებად ფეხბურთელებზე ისაუბრა. მათ შორის, რა თქმა უნდა, მოხვდა ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი. იგი ასევე გამოარჩიეს ესპანეთის ლა ლიგის მეკარეებს შორისაც.
"ვალენსიასთვის" 2022 წელი რთული იყო, თუმცა ინდივიდალურ დონეზე შეგვიძლია, რომ გამოვარჩიოთ რამდენიმე ფეხბურთელი. ისინი განვითარდნენ და მალე გუნდის შეუცვლელ ფიგურებად ჩამოყალიბდებიან. სოლერისა და გედეშის გარეშე დარჩენილ "ვალენსიას" გოლები შემოაკლდა, მაგრამ ყურადღება იმათზე უნდა გავამახვილოთ, რომლებიც ამჟამად მესტალიაზე თამაშობენ.
უგო გილამონი მსოფლიოს ჩემპიონატის განცხადშიც კი მოხვდა, სამწუხაროდ სათამაშო დრო არ მისცემია. გატუზოს გუნდისთვის კი შეუცვლელი ფიგურაა. კარის დარაჯად გიორგი მამარდაშვილის ყოფნა დიდი სიურპრიზია. იგი ლა ლიგის მეკარეთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა"- წერს გამოცემა.