ვინ არის ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც “ნაპოლი” აკვირდება » სპორტის ხაზი

ვინ არის ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც “ნაპოლი” აკვირდება

ვინ არის ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც “ნაპოლი” აკვირდება
26-12-2022, 09:29
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს პირველი არხის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლი" კიდევ ერთი ქართველი მოთამაშის შეძენით ინტერესდება.
"პარტინოპეის" ახალგაზრდა გიორგი კვერნაძის შეძენა სურს, რომელიც "თელავის” ღირსებას იცავს.

გიორგი თავდამსხმელის პოზიციაზე ასპარეზობს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა გასულ სეზონში იჯარის წესით "თელავში" იასპარეზა, სადაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. კვერნაძე ამჟამად საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” საკუთრებაა.

19 წლის შემტევმა გასულ სეზონში ჩატარებულ 24 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კრისტიან ძაკარდომ, რომელმაც კვარას ტრანსფერში ლომის წვლილი იქონია, კვერნაძის ტრანსფერი დაანონსა:

"არის კიდევ ერთი ქართველი ტალანტი, 2003 წელს დაბადებული თავდამსხმელი, რომელიც ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. მის ვინაობას მალე შეიტყობთ"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი