"მუნდიალის შემდეგ, მესი მარადონას ჩრდილიდან გამოვა" | პატრის ევრა » სპორტის ხაზი

"მუნდიალის შემდეგ, მესი მარადონას ჩრდილიდან გამოვა" | პატრის ევრა

"მუნდიალის შემდეგ, მესი მარადონას ჩრდილიდან გამოვა" | პატრის ევრა
25-12-2022, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

მანჩესტერ იუნაიტედისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, პატრის ევრამ ლეო მესიზე ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ მესი მუნდიალის მოგების შემდეგ, მარადონას ჩრდილიდან გამოვა:

"ლეო მესიმ ნანატრი მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, რაც მას მარადონას ჩრდილს მოაშორებს. რასაკვირველია, არგენტინა მარადონასა და მის სიდიადეს არასდროს დაივიწყებს, მაგრამ ლეო განსაკუთრებულია, ის ერთადერთია, მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მუნდიალის ტიტული ამას კიდევ ერთხელ ამტკიცებს." - თქვა ევრამ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი ისტორიაში მესამედ, 1986 წლის შემდეგ კი პირველად გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი