VIDEO: "ხვიჩას ასე მოქცევა არ ეკადრება", - გულშემატკივრები კვარას გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან » სპორტის ხაზი

VIDEO: "ხვიჩას ასე მოქცევა არ ეკადრება", - გულშემატკივრები კვარას გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან

VIDEO: "ხვიჩას ასე მოქცევა არ ეკადრება", - გულშემატკივრები კვარას გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან
25-12-2022, 16:48
Aa Aa
გაზიარება:

სეზონის განახლებამდე, ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ ოთხი ტესტ-მატჩი გამართა, ორი სპალეტის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, ორში კი იტალიელები დამარცხდნენ.

განსაკუთრებით თვალში საცემი იყო ფრანგულ ლილისთან განცდილი მარცხი (1:4), სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 83 წუთი გაატარა.

შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში, ქართველ შემტევს ოსიმენიზე გადაცემა უნდა გაეკეთებინა, თუმცა სიტუაციის საკუთარ თავზე აღება გადაწყვიტა, საბოლოო ჯამში კი ლილის მოთამაშეები დაჯარმინდნე.

აღნიშნულმა მომენტმა სოციალურ ქსელში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია: "პასი უნდა მიეცა 1000%-ით."

"პასი უნდა გაეკეთებინა არ ეკადრება ხვიჩას ასეთი ქმედება."

"ეს ბიჭი ფიქრობს, რომ მესია."

"პასის გაკეთებას ალბათ ოდესმე ისწავლის", - წერენ სოციალური ქსელის მომხარებლები.

იხილეთ აღნიშნული ეპიზოდის ვიდეო:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი