საქართველო ევრო 2023 U19 - ის შესარჩევს მარცხით იწყებს » სპორტის ხაზი

საქართველო ევრო 2023 U19 - ის შესარჩევს მარცხით იწყებს

საქართველო ევრო 2023 U19 - ის შესარჩევს მარცხით იწყებს
21-09-2022, 18:45
Aa Aa
გაზიარება:

სტარტი აიღო U19 ევრო 2023-ის საკვალიფიკაციო ეტაპმა, სადაც ჯგუფურ ეტაპზე საქართველო დანიის ნაკრებს დაუპირისპირდა.

სამწუხაროდ, ქართველები პირველივე შეხვედრაში ჯგუფის მასპინძელთან დამარცხდნენ ანგარიშით 1-3. საქართველოს ნაკრებიდან თავი მატჩის ბოლოს გოცირიძემ გამოიჩინა, მანამდე კი გოლები როსმა, ბუნდგორმა და კრისტენსენმა გაიტანეს.

გარდა დანიისა, საქართველოს ჯგუფში მონტენეგრო და ინგლისი ჰყავს, რომლებსაც თავიანთი შეხვედრა ჯერ არ გაუმართავთ. ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდის მომდევნო მატჩები 24 და 27 სექტემბერს ჯერ ინგლისის, შემდეგ კი მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი