"ვალენსიამ ნოტინგემთან მამარდაშვილის შეცდომის გამო წააგო" | Superdeporte » სპორტის ხაზი

"ვალენსიამ ნოტინგემთან მამარდაშვილის შეცდომის გამო წააგო" | Superdeporte

"ვალენსიამ ნოტინგემთან მამარდაშვილის შეცდომის გამო წააგო" | Superdeporte
24-12-2022, 23:50
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ყველა კლუბი, ასევე ვალენსიაც ამ პერიოდში ამხანაგურ შეხვედრებს მართავს, რათა სეზონის განახლებას ესპანელები დამაკმაყოფილებელი ფიზიკური კონდიციებით შეხვდნენ.

სწორედ ასე, ვალენსიამ 16 დეკემბერს ამხანაგური მატჩი ნოტინგემ ფორესტის წინააღმდეგ საშინაო მოედანზე გამართა, სადაც ადგილობრივები 1:2 დამარცხდნენ.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩს ვალენსიური გაზეთი, კერძოდ Superdeporte გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ უპატიებელი შეცდომები ინგლისელთა გოლების დროს, გიორგი მამარდაშვილმა და ტიერი კორეიამ დაუშვეს:

"ვალენსიამ ბოლო 4 თამაშიდან პირველი ორი მოიგო (ბეტისთან და კლერმონთან), თუმცა ბოლო ორ შეხვედრაში მოგებებს ჩრდილი მიადგა. ვალენსიამ 16 დეკემბრისთვის დაგეგმა მესტალიას 100 წლის იუბილეს აღსანიშნავი მატჩი ნოტინგემის წინააღმდეგ, სადაც ღამურები მამარდაშვილისა და კორეიას უპატიებელი შეცდომების გამო დამარცხდნენ." - წერს ესპანური გაზეთი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი