გვარდიოლა: "ფილიპსი ჭარბწონიანი დაბრუნდა" » სპორტის ხაზი

გვარდიოლა: "ფილიპსი ჭარბწონიანი დაბრუნდა"

გვარდიოლა: "ფილიპსი ჭარბწონიანი დაბრუნდა"
24-12-2022, 19:17
Aa Aa
გაზიარება:

ესპანელმა სპეციალისტმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ კალვინ ფილიპსი მანჩესტერ "სიტიში" ჭარბი წონით დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ნახევარმცველი მანჩესტერ "სიტიში" ინგლისის ნაკრებიდან დაბრუნდა, რომელიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდა.

"ის ტრავმირებული არაა. ნაკრების შეკრებიდან ჭარბწონიანი ჩამოვიდა, არ ვიცი, რატომ. არ არის იმ კონდიციაში, რომ ივარჯიშოს და ითამაშოს. რა თქმა უნდა, როდესაც მზად იქნება, ითამაშებს. თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან გვჭირდება" - განაცხადა "ქალაქელთა" დამრიგებელმა.

ინგლისელი ნახევარმცველი "მანჩესტერში" 2022-23 წლების სეზონის დასაწყისში გადავიდა. მან მხოლოდ ოთხი შეხვედრა ჩაატარა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი